დასახელება:
მეეზოვე/სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ელვარე
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას მეეზოვის (სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი) პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ტერიტორიის მოწესრიგება (ზედმეტი ნივთების ალაგება და შესაბამის ადგილზე დაწყობა)
** მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება (ნაგვის გატანა საწარმოს შიდა ტერიტორიიდან და ასევე ეზოდან, ეზოს დასუფთავება)
** ბალახის გაკრეჭვა
** ტექნიკური გუნდისა და სამეურნეო სამსახურის თანამშრომლების დახმარება სხვადასხვა საქმიანობაში
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება მებაღედ მუშაობის გამოცდილება
** ელემენტარული ტექნიკური ცოდნა სასურველია
სამუშაო პირობები:
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
** ანაზღაურება: 1200 ლარი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია: ელ-ფოსტის მისამართზე info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 551 02 16 53
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|