Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653152&print=yes&view=jobs
 
კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოტეკ დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე რითეილის მიმართულებით ქალაქ თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომერციული ან გაყიდვების მიმართულებით (სასურველია რითეილში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველდღიური, კვირის და თვიური გაყიდვების ანალიზი;
** რეალიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და განახლება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია პროდუქციის შეკვეთებზე;
** ფასდაკლებებისა და სხვადასხვა შეთავაზების დაგეგმვა;
** ფილიალებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სავაჭრო სივრცის ოპტიმალური განაწილება და ასორტიმენტის მართვა მატრიცის მიხედვით;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** კონკურენტული ფასების და შეთავაზებების ანალიზი;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა;
** სტრატეგიული და შედეგებზე ორიენტირებული აზროვნება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@geoteckltd.com 2025 წლის 25 აგვისტომდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კომერციული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია