Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653147&print=yes&view=jobs
 
სუნამოს ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუნამოს ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი ამიერკავკასიაში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას სუნამოს ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** სუნამოს ბრენდის ცნობადობის გაზრდა საქართველოში.
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შექმნა
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა.
** სუნამოს ნაშთებისა და მარაგების მართვა, როგორც კომპანიის, ასევე პარტნიორი კომპანიების ფილიალებში.
** გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება, მიზნების დასახვა და მონიტორინგი.
** კომპანიისა და პარტნიორი კომპანიების ყველა ფილიალში ერთიანი სტრატეგიის განხორციელება.
** ფილიალების შედეგების ანალიზი და მათი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
** გუნდის მოტივაცია და გაყიდვების მიზნების მიღწევისათვის შესაბამისი სტიმულირება.
** საცალო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობა, მათი გაყიდვებისა და შედეგების ანალიზი.
** ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესწავლა და კონკურენტების მონიტორინგი.
** ბრენდის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნება და ფართო ქსელის მქონე პარტნიორების დახმარებით გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სუნამოების ინდუსტრიაში.
** გაყიდვების სტრატეგიების მართვის გამოცდილება.
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები.
** ანალიტიკური უნარები გაყიდვების მონაცემების და შედეგების შესაფასებლად.
** შედეგზე ორიენტირებული და მაღალი მოტივაციის მქონე პროფესიონალი.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** MS Office ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ნავნემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@navne.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია