Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653142&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - პეკინი; ვაკე; დელისი; გლდანი; ჰუალინგი; აღმაშენებელი; სანდრო ეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 22 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა.სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი - პეკინი; ვაკე; დელისი; გლდანი; ჰუალინგი; აღმაშენებელი; სანდრო ეული
გრაფიკი: სრული განაკვეთი (7 საათი + 1 საათი შესვენება), 5 დღე სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 ლარი + საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ლოკაცია.

რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ნავნემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს ან/და პირადი მონაცემების გამოგზავნიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მონაცემების შენახვის მიზანია, რომ დამსაქმებელმა განიხილოს თქვენი კანდიდატურა როგორც მიმდინარე ვაკანსიაზე, ასევე მომავალში გამოქვეყნებულ პოზიციებზე და შეგეხმიანოთ შესაბამის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@navne.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია