დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
Café-Bar Academia
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"Café-Bar Academia" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დიღომი, ლიუბლიანას 62.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება.
** სტუმრისათვის სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა.
** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა.
** სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გასტრონომიული სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს.
** კვებით უზრუნველყოფას.
** ღამის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: Academylounge25@gmail.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|