Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653065&print=yes&view=jobs
 
საგნების მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგნების მასწავლებელი
მომწოდებელი: ონლაინ აკადემია
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
კერძო პირი აცხადებს ვაკანსიას საგნების მასწავლებლის თანამდებობაზე.

ვეძებთ, გულისხმიერ და გამოცდილ მასწავლებელს, რომელიც იმუშავებს მეშვიდე კლასში მოზარდთან, რომელსაც აქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა. ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, სიმშვიდე და დეტალური ახსნა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება ბავშვებთან, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონეებთან
** ქართულენოვანი სასკოლო საგნების ცოდნა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ისტორია და სხვა) რა თქმა უნდა არ მოითხოვება ყველა საგნის ერთნაირად და იდეალურად ცოდნა.
** ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უნარი.
** სპეციალური მიდგომები და ხერხები ბავშვის დასაინტერესებლად.

პირობები:

** სწავლება უნდა მიმდინარეობდეს ბავშვის საცხოვრებელ სახლში (თბილისში, ორთაჭალაში)
** კვირაში 4 სამუშაო დღე
** თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა და საათები შეთანხმებით

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:

** თქვენი რეზიუმე (CV)
** სასურველი ანაზღაურება

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studystudyge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია