Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653063&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგული შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში მარკეტინგული შესყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** პოლიგრაფიული მატერიალების/გარე გაფორმების მარკეტინგული შესყიდვის საჭიროების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** შესაკვეთი პოლიგრაფიული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული შესყიდვების გეგმის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** შესასყიდი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება (ოპტიმალური მომწოდებელი, ფასები, მახასიათებლები და სხვა);
** შესასყიდი მომსახურების/საქონლის პირობების დადგენა;
** შესყიდვების სტატისტიკის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ვალდებულებების კონტროლი;
** შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება;
** პროდუქციის თვითღირებულების მონიტორინგი (პროდუქციის გაძვირებისგან დაზღვევის მიზნით);
** მომწოდებლებთან ვალდებულებების კონტროლი, თანხების ჩარიცხვის გეგმის შედგენა;
** საქონლის იმპორტსა და ლოჯისტიკაში მონაწილეობის მიღება;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სტამბებთან და/ან სარეკლამო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1872

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია