Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653012&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიბლუსი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ბიბლუსი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ობიექტებზე ბიბლუსი ჯგუფის (ბიბლუსი, პეპელა, XS სათამაშოები, კარტერსი) პროდუქციის მოწესრიგება და შესაბამის განყოფილებებში დალაგება;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და მისი თემატურად დალაგება;
** მომხმარებლის მოზიდვა და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** მარაგების/რაოდენობების გაკონტროლება და შეკვეთის გამოგზავნის უზრუნველყოფა.
** შეკვეთებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დისტრიბუციის ობიექტებზე მენეჯერებთან;
** აქტიური კომუნიკაცია ქსელის მენეჯერთან ნებისმიერი წამოჭრილი საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად.

ძირითადი მოთხოვნები:

** არასრული/სრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია