დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
Flatz
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"Flatz" ეძებს ენერგიულ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომ გახდნენ ჩვენი მოწინავე გუნდის წევრები.
Flatz.ge, რომელმაც ინოვაციური მიდგომებით დაიმკვიდრა უძრავი ქონების ბაზარზე თავი, მუდმივად ზრდის პროცესშია. არ გაუშვა ხელიდან შანსი გახდე შენი საქმის პროფესიონალი!
"Flatz" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
საქმიანობის აღწერა:
** უძრავი ქონების ძიება და სელექცია
** სატელეფონო კომუნიკაცია
** განცხადებების კომპანიის პლატფორმაზე განთავსება
** კომპანიის ბაზების განახლება და ედიტირება
** მომხმარებელთათვის კატალოგის შეთავაზება
** ვიზიტების ორგანიზება
ჩვენ გთავაზობთ:
** გამომუშავებაზე მიბმულ ანაზღაურებას ზედა ზღვრის გარეშე
** მოქნილ გრაფიკს (პოზიცია არის სრულ განაკვეთზე)
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას (შესაძლებელია 100% დისტანციურად მუშაობაც)
** ულიმიტო პოტენციალის გარემოს და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ინფორმატიულ ტრენინგს ონლაინ კურსის სახით
** მუშაობის დაწყების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში
სანაცვლოდ მოვითხოვთ:
** სისხარტეს და დროში ეფექტურობას
** გამართულ მეტყველებას და პოზიტიურ კომუნიკაციას
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას
** პუნქტუალურობას და დროის მენეჯმენტის შეუდარებელ უნარს
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის (მაგ. მოლაპარაკების) უნარს
** აუცილებელია გამართული ტელეფონის და კომპიუტერის (ლეპტოპის/პერს. კომპიუტერის) ქონა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@flatz.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|