დასახელება:
HR ადმინისტრირებისა და ანალიტიკის უფროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირებისა და ანალიტიკის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მინდელის ქ.#3;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ეფექტიანობის სტრატეგიული ძირითადი მაჩვენებლების შემუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** HR მიმართულებით აგრეგირებული მონაცემების შეგროვება, დახარისხება, დამუშავება და ანალიზი;
** HR-ის ყველა მიმართულებისათვის (შერჩევისა და დამსაქმებლის ბრენდინგი, ადმინისტრირება, კომპენსაციები და ბენეფიტები, ტრენინგი და განვითარება, ორგანიზაციული განვითარება) HR ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორების, მიზნობრივი პარამეტრების, მეტრიკების და სხვა სტრატეგიული მაჩვენებლების განსაზღვრა და რეგულარული რეპორტინგი;
** არსებული და ახალი HR მეტრიკების ვიზუალიზაცია და ინტერპრეტაცია;
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** ორგანიზაციული დიზაინის ანალიზში მონაწილეობა და ანალიზის შედეგად შესაბამისი ცვლილებების ასახვა;
** სამუშაო ანალიზის ჩატარება და პოზიციის სამუშაო აღწერების მომზადება;
** HR ადმინისტრაციული პროცესებისა და პროცედურების შემუშავება;
** პროცესების/პროცედურების პერიოდული განახლება;
** ყოველწლიური ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სამუშაო ძალის დაგეგმვისათვის საშტატო ნუსხის მართვა, ცვლილების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილების ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია HR ჯენერალისტად მუშაობის გამოცდილება);
** მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი;
** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** Microsoft Office (აუცილებელია: Excel - Advanced);
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პროცესების მართვისა და კოორდინაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება" HR ადმინისტრირებისა და ანალიტიკის უფროსი სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08 აგვისტო, 2025 წელი
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|