დასახელება:
პოს ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
გამოქვეყნდა: 23 ივლისი
/ ბოლო ვადა: 23 აგვისტო
|
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე;
** ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების აღმოფხვრა;
** მომსახურე პერსონალისთვის პოს ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (მექანიკა) - სავალდებულო;
** კლიენტების თავაზიანი მომსახურება.
უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები 10:00-20:00 ცვლების მიხედვით, კვირაში არაუმეტეს 40 სთ. დასვენება კვირაში 2 დღე;
** სამუშაო შესრულდება კომპანიის ავტომობილით, საწვავის უზრუნველყოფით;
** ანაზღაურება ფიქსირებულს + ყოველთვიური დანამატი, ჯამურად 1400 ლარი და ზეგანაკვეთურის შემთხვევაში - შესაბამისი ანაზღაურება, 6 თვის შემდეგ ხელფასის ცვლილება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მობილური ლიმიტის უზრუნველყოფა;
** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
** წელიწადში 5 ანაზღაურებადი დეიოფის გამოყენების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი შვებულების გარდა);
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|