Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპნია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.

ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: https://www.gwl.gw

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს შვილობილი კომპანიისთვის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** შემოსული იურიდიული და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება და რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალში ან ელექტრონულ სისტემაში;
** დოკუმენტაციის შიდა გადანაწილება შესაბამის პირებთან (იურიდიული დეპარტამენტი, ბუღალტერია, მენეჯმენტი და სხვა);
** დოკუმენტაციის სკანირება, ასლების მომზადება და ელექტრონული არქივის მართვა;
** დოკუმენტების კლასიფიკაცია თემატურად და ქრონოლოგიურად;
** კონტროლი საბუთების დაბრუნებაზე იმ თანამშრომლებისგან, ვისთანაც დოკუმენტები დროებით გადაეცა;
** თანამშრომლობა იურიდიულ და ბუღალტრულ დეპარტამენტებთან დოკუმენტაციის მართვის პროცესში;
** კონფიდენციალურობის დაცვა დოკუმენტაციის დამუშავებისას;
** აუცილებლობის შემთხვევაში დოკუმენტების შევსება, შაბლონების მომზადება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური,
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 117 136 ან გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: vacancy@gwl.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციული მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე