Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: iSpace
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

რა გელოდება ჩვენთან?

** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში
** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა
** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)
** მაღალი და შეუზღუდავი ანაზღაურება (ფიქსირებული: 850 ლარი + ბონუსი საშუალოდ: 1700-2000 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

რას ველით შენგან?

** მომხმარებელთა მეგობრული მომსახურება
** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების მიხედვით
** გაყიდვების პროცესში ჩართულობა

ვის ვეძებთ?

** მათ, ვისაც უყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გაყიდვები
** იცის ინგლისური ენა გამართულად
** აქვს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები
** არის სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკი)
** ცვლები: 10:00-19:00 | 11:00-20:00 | 13:00-22:00
** 2 დღე დასვენება
** ლოკაცია: თბილისი - თბილისი მოლი, ისთ ფოინთი

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

შენი კარიერა იწყება აქ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე