დასახელება:
სტაჟიორი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
სტაჟირება "საქართველოს უნივერსიტეტის" ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში განათლების სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის
თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, როგორ იმართება მთელი სასწავლო პროცესი, რა დგას ხარისხიანი განათლების მიღმა და როგორ შეიძლება თავადაც იყო ამ სისტემის ნაწილი - მაშინ შემოგვიერთდი!
** დაინახე შიდა პროცესები უნივერსიტეტიდან
** ჩაერთე დეტალურ, პასუხისმგებლობიან და ანალიტიკურ მუშაობაში
** შექმენი ღირებული კავშირები და გამოავლინე საკუთარი შესაძლებლობები
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობს ანაზღაურებად სტაჟირებას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში — სივრცეს, სადაც შეგიძლია უშუალოდ შეეხო რეალურ სამუშაო პროცესს. შენ შეიძენ გამოცდილებას და შეძლებ დაგეგმო მომავალი კარიერა განათლების სფეროში.
რას მიიღებ ჩვენთან:
** განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულფასოვანი გაცნობა
** უნიკალური შანსი იმუშაო პროფესიონალებთან, რომლებიც ქმნიან და უზრუნველყოფენ სწავლების სტანდარტებს
** პროცესებში უშუალო ჩართულობა — შეხვედრები, დოკუმენტაციის შექმნა, შეფასებების დაგეგმვა
** პერსონალური და პროფესიული ზრდა სტრუქტურირებულ, მეგობრულ გარემოში
** ანაზღაურება - 600 ლარი ნახევარ განაკვეთზე
შენი საქმიანობა მოიცავს:
** დოკუმენტაციის ფორმატირება და ორგანიზება
** შიდა და გარე შეფასებების პროცესში ჩართვა
** კომუნიკაციაში მხარდაჭერა — წერილობითი და ორგანიზაციული
** კითხვარების დაგეგმვა და მონაცემების გადამუშავება
** სტანდარტებისა და ანგარიშების მომზადებაში დახმარება
** შეხვედრების დაგეგმვა და პროტოკოლების შედგენა
** ელექტრონული არქივის განახლება და ადმინისტრირება
** ხარისხის სამსახურის კოორდინატორის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
ვინ გვინდა, რომ შემოგვიერთდეს?
** მოტივირებული სტუდენტი, რომელიც სწავლობს მინიმუმ მეორე კურსზე
** შეუძლია გამართული წერა და კომუნიკაცია ქართულ ენაზე
** ფლობს საოფისე პროგრამებს (MS Word, Excel, PowerPoint)
** მზად არის გუნდური მუშაობისა და პროფესიული განვითარებისათვის
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, სიზუსტითა და დეტალებზე ორიენტირებით
** ინგლისური ენის ცოდნა - პლუსია
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითე: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|