დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ჰიტეკო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
სამშენებლო კომპანია "ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"ჰიტეკო ჯგუფი" ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას ორ ძირითად მიმართულებით:
** სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება
** სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით)
მოთხოვნები:
** სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე
** კონსტრუქციული პროექტების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის მხარდაჭერა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებში
** სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა ბიუჯეტისა და ვადების შესაბამისად
** სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციების კონტროლი
** ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობა (ჟურნალი, ტაბელი და სხვ.)
** ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვაში დახმარება
** სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის მითითებით
აუცილებელი უნარები:
** ყურადღება დეტალების მიმართ
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
** ინტენსიური სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობის უნარი
** პრაქტიკული ინიციატივა და მოტივირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com
Subject-ში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის დამხმარე".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
თქვენი განაცხადის გაგზავნით, გვაძლევთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის განახლება, დამატება ან წაშლა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com.
|
|
|
|