Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=652118&print=yes&view=jobs
 
აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ (ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების აუდიტის წარმართვა: შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება, რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება, კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია, პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება;
** შემოწმების პროცესის წარმართვა, კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება, გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სავალდებულოა სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება "Big4"-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე;
** ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის/შიდა კონტროლის მიმართულებით სამედიცინო ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში;
** სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 17 აგვისტო, 2025 წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/auditori/763

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია