დასახელება:
მძღოლი/მტვირთავი
|
მომწოდებელი:
Vestel
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
შპს "მატექს ჯორჯია", რომელიც წარმოადგენს თურქული ბრენდის VESTEL-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/მტვირთავის პოზიციაზე ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში.
ძირითადი ფუნქციები:
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის დროული და უსაფრთხო მიწოდება დანიშნულების ადგილებზე
** პროდუქციის ფიზიკური გადატანა/დატვირთვა-დამატვირთვა
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება ჩაბარებისას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფიზიკური გამძლეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა
სამუშაო გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** შაბათი: 10:00-16:00 (1 საათიანი შესვენებით)
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** შედეგებზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას და თანამშრომელზე ორიენტირებულ მენეჯმენტს
დასაქმება ხდება ერთი გასაუბრების საფუძველზე.
დასაწყისი - დაუყოვნებლივ.
რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@mateks.ge. Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "VESTEL მძღოლი/მტვირთავი ბათუმი" ან "VESTEL მძღოლი/მტვირთავი ქუთაისი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
|
|
|
|