Робота для біженців з України
გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს გაყიდვების ხელმძღვანელს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

მისია და როლი: სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს მაღალი დონის პროფესიონალს გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და სტრატეგიულ გაყიდვების მიმართულებებს

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** VIP და სტრატეგიული კლიენტების მოზიდვისა და მართვის პროცესის ხელმძღვანელობა
** კორპორატიული გაყიდვების გუნდის კოორდინაცია და მართვა
** სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და მოგების სტრატეგიის განსაზღვრა
** CRM სისტემების ეფექტური გამოყენება გაყიდვების პროცესში
** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის დეპარტამენტთან — ერთობლივი შეთავაზებებისა და კამპანიების დაგეგმვის მიზნით
** სექტორული და სპეციფიური შეთავაზებების შემუშავება და მართვა
** გაყიდვების გეგმის მონიტორინგი, შესრულების ანალიზი და რეპორტინგი უმაღლეს მენეჯმენტთან

მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით (სასურველია სადაზღვევო სექტორის მიმართულებით);
** კორპორატიული გაყიდვების ტექნოლოგიების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** სატენდერო შეთავაზებების მომზადებისა და მოგების გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერული და სტრატეგიული ხედვა გაყიდვების გუნდის მართვაში;
** გამართული კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე