Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651928&print=yes&view=jobs
 
სტუმრებთან კომუნიკაციის მენეჯერი - წალკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრებთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"კასს ლენდი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე რეზორტისთვის.

მდებარეობა: წალკა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500-3500 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და კეთილგანწყობილი მომსახურება
** მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ
** სტუმრების საჩივრებისა და პრობლემების აღრიცხვა და დროული გადაჭრა
** სტუმრების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და კვლევის ორგანიზება
** სტუმართან ურთიერთობის სტანდარტის ჩამოყალიბება და დაცვა
** საჭიროებისამებრ სტუმრებისთვის სპეციალური ღონისძიებების კოორდინაცია
** სტუმრების ნივთებთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად მოგვარება
** რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** მსგავსი მოვალეობების შესრულების 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება,
** მომსახურების უნარები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია