Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე გორში.

განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00, შაბათი: 10:00-14:00);

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების სრულყოფილი მომსახურება;
** ჩამოსული გზავნილის გაცემა და სისტემური ასახვა;
** კლიენტებისთვის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიის პროდუქტების და მომსახურების გაყიდვის უზრუნველყოფა;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება;
** სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 3 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. " DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა" -ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე