დასახელება:
გაყიდვების დირექტორი
|
მომწოდებელი:
ბელ მეზონი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
მულტიბრენდული შოურუმი "Belle Maison" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე.
პირობები:
** ანაზღაურება: 5000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ
** სამედიცინო დაზღვევა
სამუშაოს აღწერა:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და სრული ციკლის კონტროლი
** გაყიდვების გუნდის მართვა
** პროექტების მართვა, კომპანიის გეგმების/მიზნების შემუშავება და კონტროლი;
** vip კლიენტებთან, კომპანიებთან, დიზაინერებთან ურთიერთობა
** გაყიდვებთან დაკავშირებული სისტემების ოპტიმიზაცია
** ფასების, ფასდაკლებების კონტროლი, პრომოაქციების შემუშავება
** მარკეტინგულ საკითხებში ჩართულობა და გაყიდვების ზრდაზე მიმართული სხვადასხვა აქტივობების შემუშავება/დანერგვა.
** რეპორტებისა და სტატისტიკების მომზადება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ბიზნესის ბაკალავრი;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** მოლაპარაკების უნარები
** სასურველია CRM (პროგრამული), ERP (პროგრამული), SPSS და სხვა ანალიზის საშუალებების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენები მაღალ დონეზე;
** სასურველია ლუქს კომერციის სფეროში გამოცდილება;
** კრეატიული აზროვნებისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერი და მოტივატორი;
** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** წარმატებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მოაზროვნე;
** პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;
** პუნქტუალური
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
|
|
|
|