Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651767&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუთსორსული საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მომსახურება, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და მართვა, IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA Georgia" და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge/

AACC პარტნიორი კომპანია "სიმეტრასთვის", რომელიც არის ადგილობრივი წარმოების კომპანია ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტის პოზიციაზე გუნდის ახალ წევრს ეძებს!

რას გთავაზობთ?

** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
** სიცოცხლის დაზღვევასა და Fitpass-ს;
** სამუშაო განრიგი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (9:00-18:00 სთ);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, ლიბანის ქუჩა 6;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ხელზე ასაღები თანხა 1400 ლარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის განხორციელება (ბუღალტრული გატარებების წარმოება);
** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სალაროს და საბანკო გატარებების წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი;
** ყოველდღიურ გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული ასახვა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები, მოლოდინები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული/ფინანსური და/ან ეკონომიკური მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული მიმართულების კონსულტანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია