Робота для біженців з України
HR სპეციალისტი - მზის პანელების საწარმო - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი - მზის პანელების საწარმო
მომწოდებელი: ჯეო სოლარ თექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"ჯეო სოლარ თექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის (მზის პანელების საწარმო) პოზიციაზე.

ჩვენ ვართ მზის პანელების მწარმოებელი ინოვაციური კომპანია, რომელიც აქტიურად ვითარდება და ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ HR სპეციალისტს თავის გუნდში. თუ ხართ პროაქტიული, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ წვლილი შეიტანოთ განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების მოძიება, შერჩევა და ადაპტაცია.
** საკადრო დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება.
** კორპორატიული კულტურის განვითარება და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება.
** თანამშრომლებთან ურთიერთობების მართვა და კონფლიქტების მოგვარება.
** HR პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სპეციალისტის პოზიციაზე (სასურველია საწარმოო სექტორში).
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი და ინოვაციური გუნდის ნაწილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე sofogelashvili123@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "HR სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე