Робота для біженців з України
სპეცმასწავლებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეცმასწავლებელი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას სპეცმასწავლებლის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, 50%
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33

სამუშაო მიზანი:

ახალგაზრდული დღის ცენტრის სპეცმასწავებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
** მოვალეა მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციარის მწვავე ქცევითი სირთულეების, რთული ქცევის მართვის გეგმის შემუშავებაში.
** მოვალეა განახორციელოს ყველა რეკომენდაცია, რომელიც შემუშავებულია ბენეფიციარის მწვავე ქცევითი სირთულეებისა და რთული ქცევის მართვის გეგმაში.
** იზრუნოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად.
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი).
** ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ.
** მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
** უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების ორგანიზება წელიწადში ერთხელ.
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება.
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე.
** მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით.
** მოვალეა იყოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
** მონიტორინგი გაუწიოს ბენეფიციარის აკადემიური მოსწრების ამაღლებას ტესტირებების ჩატარების გზით.
** ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება სპეციალური განათლების ან პედაგოგის სფეროში
** აუცილებელია სერტიფიცირებული სპეციალური მასწავლებლის სტატუსი
** სასურველია ტრენინგები რთული ქცევის მართვაში
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

ცოდნა და უნარები:

აუცილებელია:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით ** სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან..

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 21/07/2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27/07/2025

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28/07/2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15/08/2025

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე