Робота для біженців з України
შინმოვლის მედდა - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შინმოვლის მედდა
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას შინმოვლის მედდის თანამდებობაზე

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიუპოტრის 10

სამუშაო მიზანი:

პროგრამის ექთანი პასუხისმგებელია პროექტის გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბინაზე ავადმყოფების მონახულება;
** ავადმყოფისათვის პროფილაქტიკური, სამკურნალო, ჰიგიენური და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდება შესაბამისის სტანდარტის გათვალისწინებით;
** ექიმის დანიშნულების კვალიფიციურად შესრულება;
** ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება (ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება პროექტის კოორდინატორთან ერთად, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა);
** პაციენტების ინტერესების ადვოკატირება;
** პაციენტებისა და არაფორმალური მომვლელების ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
** პაციენტის მოვლისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
** შინ მოვლის სამსახურის თანამშრომელთა ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ექთნის კვალიფიკაცია
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სასურველია: რუსული ენის ცოდნა

ჰონორარი/ხელფასი:

საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან..

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 21/07/2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27/07/2025

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28/07/2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15/08/2025

ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე