Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651751&print=yes&view=jobs
 
ღამის თავშესაფრის მორიგე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის თავშესაფრის მორიგე
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ღამის თავშესაფრის ღამის მორიგის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მეტაქსას ქ.#10

სამუშაო მიზანი:

"ღამის თავშესაფრის" პროექტის ღამის მორიგე ოპერატორი პასუხისმგებელია ტექნიკური დახმარება გაუწიოს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების დროულ და ეფექტურ განხორციელებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს პროექტის აქტივობების განხორციელებაში.
** ბენეფიციარების მდგომარეობაზე დაკვირვება და დაფიქსირება
** საგანგებო ვითარებაზე სწრაფი რეაგირება.
** ბენეფიციარების ინტერესების ადვოკატირება.
** დაიცვას კონფიდენციალურობა ბენეფიციარის თავშესაფარში ყოფნის დროს.
** პროგრამის მენეჯერსა და კოორდინატორს მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარის მოსალოდნელი პრობლემების შესახებ და გაუწიოს მათი გადაწყვეტის საჭირო რეკომენდაციები.
** პროექტის მოქმედების გეგმის შესაბამისად პროექტის კოორდინატორს მიაწოდოს ყოველკვირეული ინფორმაცია.
** მოვალეა იყოს კარიტასის სოციალური პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და გამოცდილება:

აუცილებელია:

** საშუალო განათლება
** მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება

სასურველია: სატრენინგო კურსები (სერტიფიკატი)

ცოდნა და უნარები:

აუცილებელია:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** კომუნიკაციის კარგი უნარები
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა

სასურველია: რუსული ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** ემპათიური
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა

სასურველია:

** ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
** იუმორის გრძნობა

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართებზე: loredana.monetti@caritas.ge; tamar.atskvereli@caritas.ge. გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:

** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 21.07.2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 26.07.2025
** ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
** განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 27.07.2025
** განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15.08.2025

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია