Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ქლაუდვეი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
შ.პ.ს "ქლაუდვეი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მართვა: გაყიდვების მენეჯერისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტებთან კომუნიკაცია: პოტენციურ (ცივი ზარები) და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციის წარმოება, მათ კითხვებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტები: არსებული და მომავალი პროექტების გაყოლა კომპეტენციის ფარგლებში, B2G გაყიდვების მენეჯერის მითითებით;
** შეხვედრების ორგანიზება: გაყიდვების მენეჯერის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ანგარიშგების მომზადება: გაყიდვების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშების/რეპორტის მომზადება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად;
** კლიენტების მონაცემთა ბაზის მართვა: კლიენტების მონაცემების განახლება და მართვა;
** ლიცენზიები: ლიცენზიების ბაზის მართვა და განახლება;
** ბაზრის კვლევა: ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი (კომპეტენციის ფარგლებში), კონკურენტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: MS (Word, Excel, Outlook) Office პროგრამების ცოდნა.

ჩვენთან გელოდებათ:

** სტაბილური, კომფორტული და ძალიან მეგობრული სამუშაო გარემო
** მზარდი ანაზღაურება
** ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (დისტანციურად)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე info@cloudway.ge, 31 ივლისამდე

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე