Робота для біженців з України
ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: ინგლისური ენის ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ინგლისური ენის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე. ცენტრი ითვლის ნაყოფიერი, წარმატებული, მეგობრული მუშაობისა და ურთიერთობის 10 წელს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორი ან ოთხი სამუშაო დღე, დღეში 7 საათი
ანაზღაურება: 2100 ლარი (დარიცხული) იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი აიღებს კვირაში 4 სამუშაო დღეს, (დღეში 7 ჯგუფი, ჯგუფში 7 მოსწავლე, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ.)
თუ კი პედაგოგი აიღებს მხოლოდ 2 სამუშაო დღეს, დარიცხული ხელფასი 1050 ლ. კვირაში მხოლოდ ორ სამუშაო დღე, დღეში 7 ჯგუფთან, ჯგუფში - 7 მოსწავლე

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (ინგლისური ენის მიმართულებით - ფილოლოგი C1-დონე)
** მოსწავლეებთან დაწყებით კლასებთან, თინეიჯერებთან მუშაობის, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა.
** თბილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** აქტიური, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაოს აღწერა:

** ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა დონეზე ენის მცოდნე მოსწავლეებისთვის
** გაკვეთილების დაგეგმვა ჩვენი სასწავლო პროგრამების შესაბამისად.
** სემესტრში ერთხელ ღია გაკვეთილების ჩატარება მშობლებისათვის, მოსწავლეების შედეგების, პროგრესისა და პროგრამის შესახებ ანგარიშების ჩაბარება

მისამართი: შანდორ პეტეფის ქუჩა 13, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ.

ჩვენთან დაგხვდებათ:

თბილი და და მეგობრული გარემო, კომფორტული სასწავლო ოთახები, სწავლებისთვის ყველა საჭირო პირობით.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** გასაუბრება სივით და სამოტივაციო წერილით შერჩეულ აპლიკანტთან
** კონკრეტული დონის ჯგუფისთვის, სამუშაო პროგრამის-მოდულის წარდგენა და პრეზენტაცია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე 10 აგვისტომდე: skola.elc@gmail.com. ელექტრონული ფოსტის ველში თემა (subject) მითითებული უნდა იყოს "ინგლისური ენის მასწავლებელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე