Робота для біженців з України
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.

ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საბონუსე სქემას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტანციურად დაზღვეული კლიენტების მომსახურება;
** პოლისების განახლება და მომხმარებელზე მორგებული პირობების შეთავაზება;
** დამატებითი პროდუქტების შეთავაზება (Cross-selling);
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენა და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება, მათ შორის, სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე