დასახელება:
ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი/ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გალონი
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
კომპანია "გალონი" ავტოგასამართი სადგურისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ავტოგასამართი სადგურის ჩამსხმელი/ოპერატორი.
მდებარეობა: ქალაქი თბილისი, გურამიშვილის მეტროს მიმდებარედ
სამუშაო საათები: არასტანდარტული - ცვლაში, ყოველ მესამე დღეს, დღის 09:00 საათიდან მომდევნო დღის 09:00 საათამდე.
ანაზღაურება: ყოველთვიური ხელზე ასაღები თანხა შეადგენს 900 ლარს (ცვლაში - 90 ლარი) + საბონუსე სისტემა
ფუნქცია - მოვალეობები:
** ცვლაში, 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლისთვის - სწრაფი, ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** ცვლაში, 24 საათის განმავლობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების - საწვავით გამართვა;
** კომპანიის მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომსახურების ღირებულების გატარება - სალარო/საბანკო ტრანზაქციის შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული;
** გაწონასწორებული.
კანდიდატების შერჩევა მოხდება - გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგზავნეთ თქვენ შესახებ მოკლე ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gallon.ge ან დარეკეთ ნომერზე 592 27 37 77
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|