დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Tiflis Village
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
"Tiflis Village" — სამშენებლო კომპანია თბილისში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
"Tiflis Village"-ი დაკავებულია თანამედროვე დაბალსართულიანი შენობების მშენებლობით და SIP პანელების წარმოებით. ჩვენ ვვითარდებით და ვიწვევთ გაყიდვების მენეჯერს ჩვენს გუნდში — სრული განაკვეთით, კლიენტების ძიების გარეშე.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://tiflisvillage.ge
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი — შეთანხმებით
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვების შედეგების მიხედვით
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქციები:
** შეშემომავალ მოთხოვნებთან მუშაობა (მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, სატელეფონო კონსულტაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა.)
** გაუწევთ კონსულტაციას კლიენტებს სახლის პროექტებსა და მშენებლობის ეტაპებზე.
** გაუძღვებით კლიენტს პირველი ზარიდან კონტრაქტის ხელმოწერამდე.
** შეავსებთ CRM-ს და დაიცავთ შიდა კომუნიკაციის სტანდარტებს
რის გარანტიას გაძლევთ:
** "ცივი ძებნის" გარეშე — იმუშავებთ მხოლოდ უკვე დაინტერესებულ კლიენტებთან.
** ტრენინგი ნულიდან — ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც გჭირდებათ
** მუშაობა ოფისში (თბილისი), სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მოთხოვნები:
** ქართული ენის კარგი ცოდნა
** რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** წიგნიერი მეტყველება, თავდაჯერებული კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობა და განვითარების სურვილი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: office@tiflisvillage.ge
|
|
|
|