Робота для біженців з України
სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობების დამყარება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება;
** სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოგზავნილი კლიენტების მომსახურება;
** სადაზღვევო მომსახურების ქვეშ მყოფ დაზიანებულ ავტომობილზე ყველა ტიპის დოკუმენტების წარმოება;
** სადაზღვევო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომობილის ოპერატიული განფასება;
** ბაზარზე არსებული ტარიფების კვლევა და კომპანიის ტარიფებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ნაწილების სწორი იდენტიფიცირება;
** შეკვეთების ოპერატიული შესრულება;
** სადაზღვევო კომპანიებიდან ავტომობილების სერვისისთვის ან ნაწილებისთვის ჩარიცხული თანხების კონტროლი და აღრიცხვა;
** ავტომობილების დეფექტაციის გაკეთება (საჭიროების შემთხვევაში ხელოსანთან ერთად), დეფექტური აქტის შედგენა-გადაგზავნა, ნაწილების კატალოგში მოძიება, დადგენა ნაშთში გადამოწმება და შეკვეთის გაკეთება;
** ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებისთვის შეკვეთების მიცემა და მიღებული ნაწილების ხარისხის-მდგომარეობის კონტროლი (ხელოსანთან კონსულტაციის საფუძველზე), (ფასებისა და მიღებული დეტალების რაოდენობრივი კონტროლი);
** საჭიროების შემთხვევაში სამღებრო-სათუნუქე უბნის ავტონაწილებით მომარაგება;
** საცალო კლიენტისთვის ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებასთან გადამისამართება;
** სამღებრო-სათუნუქე უბნის მენეჯერისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის მიღების შესახებ;
** ყოველთვიური ანალიზის წარმოება სადაზღვევო მომსახურების ქვეშ მყოფი ავტომობილების შესახებ;
** სადაზღვევო მომსახურების ქვეშ მყოფი ავტომობილების განცხადებების სრულყოფილი დახურვა;
** სადაზღვევოდან წამოსული ავტომობილების დაუმტკიცებელი შეფასების ღირებულების დროულად ჩამოწერა;
** საჭიროების შემთხვევაში სამღებრო-სათუნუქე უბნის მენეჯერის საქმიანობის სრულყოფილად წარმართვაში ხელშეწყობა;
** მიმღები ოპერატორის არ ყოფნის შემთხვევაში უბანზე მოსული ავტომობილის მიღება, საჭიროების დადგენა, განაცხადის გახსნა და დარეგისტრირება;
** ავტოსერვისის დასრულებასთან დაკავშირებით დასტურის გაცემა

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკეკების წარმოების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office-ის ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განცხადება იხილეთ ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1863

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე