Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო MoJo
გამოქვეყნდა: 19 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
სასტუმრო "MoJo", რომელიც მდებარეობას თბილისში, ქავთარაძის 27-ში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო ფუნქციონირებს 2019 წლის მაისიდან.

კატეგორია: ადმინისტრაცია
სამუშაო განრიგი: ყოველ მესამე დღეს (24 საათი)
ადგილების რაოდენობა: 2
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსება;
** სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე სასურველია;
** ქართული, ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა. სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტია Excel-ის ცოდნა);
** სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დავალებების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hrmojohotel@gmail.com

ბოლო ვადა: 18 აგვისტო, 2025
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე