Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651368&print=yes&view=jobs
 
კომერციული ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ალკორიუმი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
პრემიუმ ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი "ალკორიუმი" და "ვისკის სახლი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომერციული მარჟის გამოსათვლელად ყოველდღიური გაყიდვებისა და ხარჯების მონაცემების მონიტორინგი პროდუქტისა და კატეგორიის დონეზე;
** მომწოდებლებთან ყოველთვიური კომერციული შემოსავლების გაანგარიშება;
** მომგებიანობის ანალიზი პროდუქტის, კატეგორიის, მომწოდებლების და მაღაზიების ჭრილში;
** პრომო ბიუჯეტების დაგენერირება/ათვისების ყოველთვიური რეპორტინგი;
** ჩატარებული პრომო აქტივობების ანალიზი;
** მომგებიანობის ცვლილებების ანალიზი და პრობლემების ან შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მარჟის ანალიზის საშუალებით ყოველთვიური მოგებისა და ზარალის მომზადებისა და პროგნოზის მხარდაჭერა;
** შესყიდვებისა და კომერციული გუნდებთან თანამშრომლობა თვითღირებულების განახლებისა და ფასების სტრატეგიების რეკომენდაციისთვის;
** მაღაზიების მიხედვით კრიტიკული მარაგების დონის განსაზღვრა, შესყიდვების სისტემის ავტომატიზირებაში მონაწილეობა;
** ბრუნვის და ამონაგების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა სიზუსტის შენარჩუნება შიდა სისტემებსა და ინსტრუმენტებში (მაგ., ERP, Excel, Power BI)
** სხვადასხვა შიდა და გარე რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან ფინანსების მიმართულებით;
** გამოცდილება კომერციული/ფინანსური ანალიზის მიმართულებით (სასურველია საცალო ვაჭრობაში)
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** გამოცდილება ERP სისტემებთან (1С);
** Power BI-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "კომერციული ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია