დასახელება:
შესყიდვების აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Tesen Group
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
"Tesen Group" დაარსდა 2008 წელს. 17 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"Tesen Group "-ის შვილობილი კომპანიებია: "Tesen Construction", " Tesen Rental", "Tesen Trade" და "Tesen Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ტესენ ჯგუფის" სავიზიტო ბარათია.
Tesen Construction" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა - თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის სასაქონლო ნაშთების პროგრამული მიღება, კოდით განაწილება პროექტების მიხედვით წინასწარ განსაზღვრულ ვადებში;
** პრობლემური დოკუმენტაციის შესახებ კომპანიის შესყიდვებისა ან საბუღალტრო-ფინანსურ სამსახურისთვის ინფორმაციის გაზიარება;
** სასაქონლო ინვენტარიზაციის შედეგების წარდგენა წერილობით კომპანიის საბუღალტრო-საფინანსო სამსახურში;
** მოთხოვნის საფუძველზე, საწყობიდან საქონლის გაცემის, რეალიზაციის და გადაზიდვის ოპერაციის ასახვა პროგრამულად და ზედნადების გამოწერა;
** ადგილობრივი საწყობებიდან დოკუმენტაციის მოგროვება და საწყობისა და მომარაგების მენეჯერისათვის გადაცემა;
** სასაწყობე მარაგების ყოველდღიური რეპორტის წარდგენა
** თავისუფალი მარაგების რაოდენობების და სახეობების პროგრამული აღრიცხვა
** ცენტრალურ ბაზასა და ობიექტებზე დამზადებული და გახარჯული აქტივების ხარჯთაღრიცხვის წარმოების და პროგრამაში შესაბამისი დასახელებით ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეკონომიკური ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია: Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ულიმიტო სასაუბრო დროს და ინტერნეტის ლიმიტს
** Fitpass კორპორატიული ფასდაკლების ბარათს
** ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tesengroup.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|