დასახელება:
არქიტექტორი
|
მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტიპიური კვანძების შედგენა
** გეოდეზიური ანაზომის მიხედვით საწარმოო ნახაზების შედგენა
** სამონტაჟო სქემების და მუშა ნახაზების შედგენა
** მასალების შესაკვეთი ცხრილების შედგენა (რაოდენობები, სპეციფიკაცია)
** As-built ნახაზების წარმოება
** საინჟინრო ბიუროსთან, საწარმოო გუნდთან და სამშენებლო ობიექტის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა
** დამკვეთის დიზაინის ბიუროსთან ან/და პროექტის არქიტექტორებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება-სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** Autocad, Archicad, Excel-ში და მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|