დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დასტა რექორდს მენეჯმენტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გრ. ლორთქიფანიძის 15ა (ყოფილი კაიროს ქ.).
"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ბაზებთან MS SQL მუშაობის გამოცდილება;
** განათლება:უმაღლესი განათლება IT სპეციალობის მიმართულებით;
** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** კომპლექსური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული; პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური და ასევე, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
** Microsoft Azure-ზე არსებული ინფრასტრუქტურის (VM, SQL service) მხარდაჭერა და ადმინისტრაცია;
** ვირტუალიზაციის VMware ESXii, Backup server-ების, Domain და Fileserver -ის ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
** უსაფრთხოების სისტემების, ვიდეომეთვალყურეობის და დაშვების სისტემების მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში მათი ინსტალაცია;
** კომპანიაში არსებული აიტი ტექნიკის (ლეპტოპების, პრინტერების, ქსელური მოწყობილობების) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სამუშაო პროცესების მხარდაჭერა, ასევე მათი მარაგების ანალიზი, შეკვეთების დაგეგმვა;
** Microsoft 365-ის ადმინისტრირება (მეილ სერვერი);
** ანტივირუსის და firewall სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი, 9:30-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: hr@drm.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|