Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს "გალფი"სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11

ძირითადი ამოცანები:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა - როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ არხებზე
** კონკურენტული გარემოს, ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ანალიზი და მიღებული ინფორმაციის გუნდისთვის გაზიარება
** მომხმარებლებისა და პარტნიორების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და მარკეტინგული ინიციატივების გაუმჯობესება
** მრავალარხიანი კონტენტის დაგეგმვა - სოციალური მედია, ბლოგები, ელფოსტა, საინფორმაციო ტექსტები და სხვა
** B2B და B2C ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება - ორგანიზაციული და საკომუნიკაციო პროცესების მხარდაჭერა
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული მიზნების ეფექტურად შესასრულებლად
** დამატებითი პროექტებისა და დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით - პასუხისმგებლობითა და ჩართულობით

ჩვენ ველით შენგან:

** კრეატიული ხედვა და ანალიტიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე კონცენტრირება
** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი
** დროის ეფექტურად მართვა და ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი - მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - ჩაითვლება პლუსად

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე : HR@CTH.GE აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე