Робота для біженців з України
მოწვეული სპეციალისტი - პროგრამული ინჟინერია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვეული სპეციალისტი - პროგრამული ინჟინერია
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.

სასწავლო კურსი - პროგრამული ინჟინერია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სწავლების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებით საჩვენებელი ლექციის ჩატარება).

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება/საცდელი ლექციის ჩატარება.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი - სასწავლო განრიგის შესაბამისად, შეთანხმებით
** შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები და ვადები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე vacancy@btu.edu.ge

** რეზიუმე/CV ქართულ ენაზე;
** უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/ასლები;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
** ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ (პროფესიული გამოცდილება);
** ცნობა ვაკანსიის სფეროს შესაბამისი მიმართულებით სწავლების გამოცდილების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
** დარგობრივი სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
** გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
** რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2025 წელი;
** დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge.
შენიშვნა
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;

** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური
მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე