Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651293&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: გურამ თოხაძის ჩოგბურთის კლუბი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
გურამ თოხაძის ჩოგბურთის კლუბი ეძებს მოტივირებულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ მენეჯერს, რომელიც პროფესიონალიზმით ჩაერთვება კლუბის ყოველდღიურ მართვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლუბის ყოველდღიური ოპერაციების მართვა
** კორტების ჯავშნების ორგანიზება და აღრიცხვა
** ახალი წევრების მიღება, რეგისტრაცია და ინფორმაციის მიწოდება
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და მაღალი მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა
** ჩოგბურთის გაკვეთილებისა და გრაფიკის კოორდინაცია მწვრთნელებთან ერთად
** კლუბის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და სოციალური ქსელების მართვაში ჩართულობა
** ანგარიშგება კლუბის ხელმძღვანელთან და ყოველდღიური ანგარიშების წარმოება
** ღონისძიებების ორგანიზება და კორტების გონივრული დატვირთვის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი და სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირება
** საოფისე პროგრამებთან და ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის ცოდნა (Excel, Google Calendar, და ა.შ.)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ჩოგბურთის სამყაროს მიმართ ინტერესი.

რას გთავაზობთ:

** მეგობრული და მხარდამჭერი გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური ანაზღაურება და საბონუსე სისტემა.

თუ ფიქრობთ, რომ ეს გამოწვევა თქვენთვისაა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: gtclub.tennis@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 599 183 031, 599 501 525
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია