Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651215&print=yes&view=jobs
 
ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ფეიბოქსი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მაშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.

ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.

კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და ხარჯების ოპტიმიზაციისაზე უზრუნველყოფა;
** საფინანსო საქმიანობის სრულყოფის მიზნით ინსტრუქციებისა და დებულებების განახლება/შემუშავება
** ფინანსური ანგარიშგების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების მომზადება;
** დადგენილი წესის მიხედვით შესაბამისი კორესპონდენციების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება
** სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** მიმდინარე ფინანსური პროცესების შეფასება, რეპორტინგი და ალტერნატივების შემუშავება შედეგების გასაუმჯობესებლად;
** მონაწილეობის მიღება თვის, კვარტლისა და წლის ფინანსური სისტემის დახურვაში;
** საბრუნავი კაპიტალის მართვა და კონტროლი;
** ინდივიდუალური დეპარტამენტების ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი;
** სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ფინანსური ბიუჯეტის მომზადება;
** საბანკო სექტორებთან კომუნიკაცია და მათთან თანამშრომლობაში მუდმივი ჩართულობა;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის რეპორტინგი და რისკების მინიმუმამდე დაყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით
** საფინანსო და ბიუჯეტირების სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და ანალიტიკურად აზროვნების უნარი
** MS Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@numus.ge.
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: ფინანსური დირექტორი

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია