დასახელება:
ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
** სამშენებლო პროცესის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიური ციკლის განსაზღვრა;
** სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დანერგვა;
** სამშენებლო მასალების, პროცესების და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავება, შესაბამისი სამშენებლო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით;
** არქიტექტურული ნაწილის პროექტირების პროცესში მონაწილეობის მიღება, საპროექტო ჯგუფის კონსულტირება ტექნიკურ საკითხებში;
** სამშენებლო და საინჟინრო პროცესის მონიტორინგი;
** რეგულარული რეპორტინგი გენერალურ დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|