Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651138&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სამი ძმა
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტების პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: ცაბაძის N 8, გაგარინის 13;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
** ანაზღაურება: 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო პროგრამაში მუშაობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

** რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 18 აგვისტოს ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია