Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=651136&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია 13 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოში.

ვაკანსია: საწყობის თანამშრომელი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის შესწავლა;
** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის გამზადება და მანქანაში ჩატვირთვა;
** მიღებული პროდუქციის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
** საწყობში პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა წესების შესაბამისად;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება კომპეტენციების ფარგლებში;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;

გუნდური მუშაობის უნარი:

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფიზიკური აქტივობისადმი მზადყოფნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ.ამილახვარის ქ 1; (კახეთის გზატკეცილი);
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას, ჯანმრთელობის დაზღვევას.

როგორ შეიტანოთ განაცხადი: გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: "საწყობის თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 აგვისტო

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია