დასახელება:
ბარმენ-კონსულტანტი - საღამოს ცვლა
|
მომწოდებელი:
ლუდი და კრაფტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
კრაფტ ლუდის მაღაზია - "ლუდი და კრაფტი" სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში აცხადებს ვაკანსიას ბარმენ-კონსულტანტის პოზიციაზე საღამოს ცვლაში- საბურთალოს ფილიალში
პოზიცია შეთავსებადია სტუდენტებისთვის და მათთვის ვისთვისაც საღამოს საათებში მუშაობა მოსახერხებელია.
ძირითადი მოვალეობები:
** ლუდის ჩამოსხმა და რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა
** რეალიზაციის სამუშაო პროგრამაში აღრიცხვა/გატარება
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
ლოკაცია:
1. თბილისი, საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა (მეტროსთან ახლოს)
სამუშაო გრაფიკი:
17:00სთ-01:00სთ (დასვენება კვირაში 2 დღე)
ანაზღაურება: 800ლარი + ბონუსი
ღამის მგზავრობას უზრუნველყოფს კომპანია
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: beerncraft@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ - "ბარმენი".
|
|
|
|