დასახელება:
ლოჯისტიკის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ვესტ ინვესტი
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: 9:00 - 18:00 სთ (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტრანსპორტის მართვის სისტემის მეშვეობით სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმა, წარმართვა და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** დისტრიბუციის, სამარშრუტო განრიგის მიმდინარე პროცესების მართვის უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის მონიტორინგი;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური ან ტექნიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** tms პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია 1C ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** ტექნიკური უნარ-ჩვევები;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|