დასახელება:
შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსი
|
მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
** ხელფასი: 3600 ლარი (დარიცხული ხელფასი).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავება, გეგმის ფარგლებში დაფინანსების წყაროების დიფერენცირება, (სუბსიდია, კაპიტალი, საკუთარი შემოსავლები) გეგმა კონტროლის განხორციელება და მონაცემების EPLAN მოდულში ასახვა;
** განხორციელებულ შესყიდვებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშგების მიზნით სათანადო ინფორმაციის წარდგენა შესყიდვების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში;
** შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებების აღრიცხვა და გეგმა კონტროლის განხორციელება;
** გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ხელშეკრულების გაფორმების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (CMR მოდული);
** საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) მეშვეობით მიღებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშსწორებისთვის ფინანსური დეპარტამენტისთვის გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შესყიდვების კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების პროფესიული ცოდნა (MS Word, MS Excel, Powerpoint, Outlook).
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის მაღალი დონე;
** სტრატეგიული ან ინოვაციული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემური საკითხის გადაჭრის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 08.08.2025-სა
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "შესყიდვების ანგარიშგების განყოფილების უფროსი".
"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაციაში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge
|
|
|
|