Робота для біженців з України
საოპერაციო ბლოკის მედდის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ბლოკის მედდის დამხმარე
მომწოდებელი: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 17 აგვისტო
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ბლოკის მედდის დამხმარის პოზიციაზე.

სავალდებულო მოთხოვნა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).

ძირითადი მოვალეობები:

** ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
** პაციენტთა ჰიგიენაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა მედდის და სანიტრის ჩართულობით;
** პაციენტის ზედამხედველობა და კვებაში დახმარება;
** ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი მოქმედების უნარი;
** ორგანიზებულობა და ენერგიულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე