Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=650893&print=yes&view=jobs
 
დარაჯი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარაჯი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 17 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურში დარაჯის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მატერიალური ფასეულობების და ობიექტების მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;
** სამეთვალყურეო ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში სამეთვალყურეო ტერიტორიაზე შემსვლელ/გამსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ვიზუალური და ფიზიკური დათვალიერება.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა (ყოველ მესამე დღეს);
** ხელფასი: 720 ლარი (დარიცხული ხელფასი).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს - 03.08.2025.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დარაჯი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია