დასახელება:
სამაცივრე საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
გამოქვეყნდა: 17 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს
მდებარეობა: თბილისში, ნავთლუღის, თემქის, გლდანის და რუსთავის ფილიალში
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-17:00
ანაზღაურება: 1000 ლარი+ გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ბონუსი 500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია სამაცივრე პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ: 591273045
|
|
|
|